ომედია სტუდია

ბლოგი თებერვალი, 2009

2009 წლის თებერვალში დაწერილი ყველა პოსტი ომედიას ბლოგიდან.

ომედიელი:Rocko

გრავატარები — ჩემ გვერდით ჩემი ავატარია

10 თებერვალი, 2009  •  40 კომენტარი  •  წაკითხულია 15384-ჯერ

სიახლე აღარავისთვისაა, რომ ინტერნეტი სულ უფრო და უფრო „სოციალური“ ხდება. ყველა საიტზეა კომენტარის ფორმა, დარეგისტრირების საშუალება, საკუთარი აზრის გამოთქმის ფუნქცია. მომხმარებლის მიერ გენერირებული კონტენტი ნებისმიერი ვებსაიტისთვის მიმზიდველია — იგი უფასოა, განსხვავებული, უნიკალური და საიტის მომხმარებლებს დადებითად განაწყობს ხოლმე. „ისინი მე აზრს მეკითხებიან, ჩემი აზრიც მნიშვნელოვანია“ — ფიქრობს მომხმარებელი და მზადაა თავისი პატარა წვლილი შეიტანოს დიდი საიტის კონტენტში. :)

ამავე დროს, მას უნდა, რომ სხვადასხვა ბლოგზე, საიტზე, ფორუმზე დაგროვილი კომენტარებით იგი ხალხმა გაიცნოს და დაიმახსოვროს. ამიტომ, როგორც წესი, ირჩევენ ხოლმე რაიმე ზედმეტსახელს და ყველგან ამ სახელით ტოვებენ თავიანთ კვალს. ხოლო სადაც საშუალება აქვთ — აუცილებლად ავატარსაც იყენებენ, რაიმე ვიზუალური სიმბოლო ან თუნდაც ფოტო ხომ უფრო ადვილად დასამახსოვრებელია, ვიდრე უბრალოდ სახელი.

განვაგრძოთ კითხვა →

ტეგები: ავატარი გრავატარი gravatar იუზაბილითი უნიფიცირება

ომედიელი:Jibla

განუსაზღვრელი სიგანის CSS მენიუს ცენტრირება

5 თებერვალი, 2009  •  22 კომენტარი  •  წაკითხულია 12650-ჯერ

მენიუს შექმნა CSS-ის გამოყენებით, ზოგადად სირთულეს არ წარმოადგენს. ვისაც პირველი რამოდენიმე თავი მაინც წაუკითხავს ნებისმიერი საშუალო სირთულის წიგნში მარკაპზე, მათთვის, მენიუს გაკეთება ჩვეულებრივი, ტრივიალური ამოცანაა. ამიტომ, ჩემი აზრით ამ თემისადმი პოსტის მიძღვნას დიდი აზრი არ ექნებოდა.

ალბათ პოსტს არც დავწერდი, რომ არა შედარებით არასტრანდარტული ამოცანა, რომლის გადაწყვეტაც ბოლოს მომიხდა.

განვაგრძოთ კითხვა →

ტეგები: HTML CSS მენიუ ცენტრირება IE

P.S. ღრუბელი

ამის ქვევით ნამდვილად აღარაფერია, სიტყვას გაძლევთ! :D
Omedia Studio