ომედია სტუდია

ბლოგი

ომედიელი:Rocko

ელფოსტის მახინჯი მისამართები

3 თებერვალი, 2010  •  12 კომენტარი  •  წაკითხულია 2308-ჯერ

ბევრჯერ უკითხავთ ხოლმე ჩემთვის ნაცნობებს, ზოგს ასეთი უცნაური ელფოსტა რატომ აქვსო? ალბათ თქვენც შეგინიშნავთ, რომ ხშირად სხვადასხვა ფორუმებზე, ბლოგებში ან სხვა საიტებზე ხალხი საკუთარი ელფოსტის მისამართს „დამახინჯებულად“ წერს ხოლმე. მაგალითად, ასე: my[@]email.com ან ასე: my_აქქეიცითრაც_email.com

თუ არ იცით გეტყვით, რომ ამის მიზეზი მარტივია — მათ არ სურთ საკუთარი ელფოსტის მისამართები სპამერებს ჩაუვარდეთ ხელში. სპამერებს, ანუ იმ ხალხს, ვინც არასასურველ, სარეკლამო წერილებს აგზავნიან ჩვენ ინბოქსებში. სპამერები კი, როგორც წესი, ელფოსტის მისამართებს ავტომატურად აგროვებენ.

განვაგრძოთ კითხვა →

ტეგები: ელფოსტა usability სპამი სპამბოტები jquery javascript

ომედიელი:Rocko

გრავატარები — ჩემ გვერდით ჩემი ავატარია

10 თებერვალი, 2009  •  37 კომენტარი  •  წაკითხულია 11784-ჯერ

სიახლე აღარავისთვისაა, რომ ინტერნეტი სულ უფრო და უფრო „სოციალური“ ხდება. ყველა საიტზეა კომენტარის ფორმა, დარეგისტრირების საშუალება, საკუთარი აზრის გამოთქმის ფუნქცია. მომხმარებლის მიერ გენერირებული კონტენტი ნებისმიერი ვებსაიტისთვის მიმზიდველია — იგი უფასოა, განსხვავებული, უნიკალური და საიტის მომხმარებლებს დადებითად განაწყობს ხოლმე. „ისინი მე აზრს მეკითხებიან, ჩემი აზრიც მნიშვნელოვანია“ — ფიქრობს მომხმარებელი და მზადაა თავისი პატარა წვლილი შეიტანოს დიდი საიტის კონტენტში. :)

ამავე დროს, მას უნდა, რომ სხვადასხვა ბლოგზე, საიტზე, ფორუმზე დაგროვილი კომენტარებით იგი ხალხმა გაიცნოს და დაიმახსოვროს. ამიტომ, როგორც წესი, ირჩევენ ხოლმე რაიმე ზედმეტსახელს და ყველგან ამ სახელით ტოვებენ თავიანთ კვალს. ხოლო სადაც საშუალება აქვთ — აუცილებლად ავატარსაც იყენებენ, რაიმე ვიზუალური სიმბოლო ან თუნდაც ფოტო ხომ უფრო ადვილად დასამახსოვრებელია, ვიდრე უბრალოდ სახელი.

განვაგრძოთ კითხვა →

ტეგები: ავატარი გრავატარი gravatar იუზაბილითი უნიფიცირება

ომედიელი:Jibla

განუსაზღვრელი სიგანის CSS მენიუს ცენტრირება

5 თებერვალი, 2009  •  16 კომენტარი  •  წაკითხულია 9709-ჯერ

მენიუს შექმნა CSS-ის გამოყენებით, ზოგადად სირთულეს არ წარმოადგენს. ვისაც პირველი რამოდენიმე თავი მაინც წაუკითხავს ნებისმიერი საშუალო სირთულის წიგნში მარკაპზე, მათთვის, მენიუს გაკეთება ჩვეულებრივი, ტრივიალური ამოცანაა. ამიტომ, ჩემი აზრით ამ თემისადმი პოსტის მიძღვნას დიდი აზრი არ ექნებოდა.

ალბათ პოსტს არც დავწერდი, რომ არა შედარებით არასტრანდარტული ამოცანა, რომლის გადაწყვეტაც ბოლოს მომიხდა.

განვაგრძოთ კითხვა →

ტეგები: HTML CSS მენიუ ცენტრირება IE

ომედიელი:Tika

ტეგების ღრუბლის გენერაცია

7 იანვარი, 2009  •  5 კომენტარი  •  წაკითხულია 9843-ჯერ

„ტეგების ღრუბელი“ ვებსაიტებზე სტატისტიკური მონაცემების ვიზუალიზაციის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საშუალებაა. იგი ცნობილ ანარეკლებთან და წყვეტილ ხაზგასმებთან ერთად, ყბადაღებული Web 2.0-ის ცნობადი ტრენდია. იდეა მარტივია და შემდეგში მდგომარეობს: საწყისად ვიღებთ სიტყვების, ფრაზების ერთობლიობას და მათი გამოყენებების რაოდენობებს მთელ ვებსაიტზე. ამ რაოდენობების შედარებით, ყოველი ტეგისთვის ისაზღვრება ე.წ. „წონა“, ანუ, მისი გამოყენების სიხშირე და, შესაბამისად, აქტუალურობა. მათი ვიზუალური წარმოდგენისას კი, „წონა“ გამოიხატება თითოეული ტეგის ფონტის ზომაში და, ზოგ შემთხვევაში, ფერის ტონალობებშიც. ტეგი წარმოადგენს ბმულიან ტექსტს, ხოლო ტეგების ღრუბელი კი ამ სხვადასხვა ზომის ბმულების ერთობლიობაა.

განვაგრძოთ კითხვა →

ტეგები: ტეგი ტეგების ღრუბელი წრფივი ფუნქცია ლოგარითმი მათემატიკა სტატისტიკა

ომედიელი:Jibla

შემთხვევითი რიცხვები

26 დეკემბერი, 2008  •  8 კომენტარი  •  წაკითხულია 10241-ჯერ

ყოველთვის მაინტერესებდა (და ალბათ ყველასთვის საინტერესო გახდება, ვინც დაფიქრდება ამ საკითხზე) თუ, როგორ ხდება შემთხვევითი რიცხვების გენერირება კომპიუტერში. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე ხშირად მომითხოვია კომპიუტერისთვის შემთხვევითი რიცხვი და მიმიღია კიდეც! უამრავი ფუნქცია აქვს სხვადასხვა პროგრამირების ენებს. არადა, ხომ საინტერესოა როგორ ხდება და რა ხდება? ცხადია, რომ რეალურად შემთხვევით რიცხვებთან ვერ (!) გვექნება საქმე, რადგანაც კომპიუტერისთვის ყველაფერი წინასწარ განსაზღვრული ალგორითმია, მისთვის ხომ შემთხვევითობა არ არსებობს.

განვაგრძოთ კითხვა →

ტეგები: შემთხვევითი რიცხვები ალბათობა რენდომი მათემატიკა TRNG PRNG

ომედიელი:Rocko

პირველი სმაილი

15 დეკემბერი, 2008  •  40 კომენტარი  •  წაკითხულია 18189-ჯერ

ზოგადად, სმაილები ( ან სმაილიკები :) ) მთელი მსოფლიოს ონლაინ (და არამხოლოდ ონლაინ) სოცკულტურის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია — მათი წყალობით ხომ ვიზუალური ემოციების გამოხატვა დაუფორმატირებელი ტექსტის საშუალებითაა შესაძლებელი!

ფართო მოხმარებაში სმალიკები მეოცე საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისიდან შემოვიდა. 2002 წელს ჯეფ ბაირდმა ის პირველი წერილის ტექსტიც კი აღმოაჩინა, რომელშიც სმაილების „გამომგონებელმა“ სკოტ ფალმენმა პირველად გამოიყენა ფჩხილების, ტირესა და ორწერტილის კომბინაცია სახის გამოსახატად :)

განვაგრძოთ კითხვა →

ტეგები: სმაილი ისტორია პრესა სკოტ ფალმენი ჯეფ ბაირდი ელფოსტა

ომედიელი:Jibla

თამაშობს თუ არა ღმერთი კამათლით?

26 ნოემბერი, 2008  •  63 კომენტარი  •  წაკითხულია 14798-ჯერ

გთავაზობთ ცნობილი ფიზიკოსის და ასტორომის, სტივენ ჰოუკინგის ერთ-ერთი საჯარო ლექციის თარგმანს.

ლექცია ეხება ბუნების, სამყაროს დეტერმინიზირების საკითხს. ანუ, ჩვენ შეგვიძლია, რომ ვიწინასწარმეტყველოთ (გამოვიცნოთ) მომავალი, თუ ის თვითნებური და შემთხვევითია?

მაშ ასე, დავიწყოთ :)

განვაგრძოთ კითხვა →

ტეგები: სამყარო დეტერმინიზმი ბუნება ლაპლასი კვანტური ფიზიკა ჰოუკინგი ფიზიკა ღმერთი ალბათობა ასტრონომია შავი ხვრელი გრავიტაცია

P.S. ღრუბელი

ამის ქვევით ნამდვილად აღარაფერია, სიტყვას გაძლევთ! :D